ფარული კარი
- nona kupatadze
- 4 hours ago
- 1 min read

საინტერესოა დამალული კარის უპირატესობები, რა უნდა გაითვალოსწინოთ მისი მონტაჟისთვის და რატომ უნდა შეიძინოთ ჩვენთან
დამალული კარის უპირატესობები
1. დამალული კარის ჩარჩო არის ალუმინის, რაც კონსტრუქციის სიმყარეს უზრულველყოფს
2. ალუმინის და აქსესუარების ფერის შერჩევა შესაძლებელია კატალოგიდან
3. კარის მონტაჟის შემდეგ კარის ფრთა და კედელი ერთ სიბრტყეზე სწორდება და შეუმჩნეველი ხდება
4. მონტაჟის შემდეგ ოთახის სივრცე უფრო დიდი ჩანს
5. კარის ზედაპირი შესაძლებელია დამუშავდეს საღებავით, დაიფაროს დეკორატიული ან ვენეციური თაბაშირის ფენით, გაეკრას შპალერი, ნატურალური ხის ანათალი ან მოლდინგი
6. დამალული კარი დაკომპლექტებულია იტალიური აქსესუარებით, მათ შორის დამალული ანჯამებით და მაგნიტური მექანიზმით
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
1. დამალული კარი მონტაჟდება რემონტის პროცესში, მონტაჟისათვის საჭიროა იატაკი იყოს დაგებული, თუმცა კედლები მუშავდება მონტაჟის შემდეგ
2. თუ დამალული კარის მონტაჟი არ გქონდათ დაგეგმილი რემონტის დასაწყისში, მისი დაყენება მოგვიანებით შესაძლებელია, თუმცა კედლები თავიდან იქნება დასამუშავებელი
3. კარს დამალული ეფექტი მხოლოდ იმ მხრიდან აქვს, რომელსაც თქვენ გადაწყვიტავთ, მეორე მხრიდან კარი შეწეულია ღიობში, კედლის სისქიდან გამომდინარე
რატომ უნდა შევიძინოთ დამალული კარი Profildoors-ში
1. პროდუქცია დამზადებულია მაღალი ტექნოლოგიებით და ევროპული სტანდარტებით (ალუმინის ჩარჩო და ალუმინის წიბოები)
2. Profildoors-ს აქვს 20 წელზე მეტი საწარმოო გამოცდილება
3. შოურუმში გამოცდილი გაყიდვების მენეჯერები დაგხვდებიან, რომლებიც მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას კარისა და მონტაჟის შესახებ
4. კვალიფიციური ხელოსნები აზომავენ ღიობებს და შემდეგ ყველა სტანდარტის დაცვით დაამონტაჟებენ კარებს
5. მიიღებთ გარანტიას, როგორც კარზე და აქსესუარებზე, ასევე ხელოსნის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე

Comments